პიერლუიჯი კოლინა, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„კმაყოფილები ვართ“ - კოლინა არგენტინა-ეგვიპტეს საკამათო ეპიზოდებზე

ფიფას სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, პიერლუიჯი კოლინამ არგენტინა-ეგვიპტეს მატჩში საკამათო ეპიზოდებში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა.

„ყოველი გოლის შემდეგ VAR-ი შეტევაში ბურთის ფლობის ფაზას ამოწმებს. თუ შეტევისას დაფიქსირდა დარღვევა, რომელმაც, VAR-ის აზრით, გოლზე მოახდინა გავლენა, სისტემა ვიდეოგამეორების ნახვის რეკომენდაციას იძლევა. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა არც კარამდე მანძილის და არც შეტევის ხანგრძლივობის მხრივ.

ამის მაგალითია არგენტინის კარში ეგვიპტეს მიერ გატანილი და შემდეგ გაუქმებული გოლი, როდესაც მარვან ატიამ ლისანდრო მარტინესს დააბიჯა ფეხზე. დარღვევა დარღვევაა - ამიტომ, მიუხედავად იმისა, შეამჩნია თუ არა ის მთავარმა მსაჯმა, VAR-ს ასეთ ეპიზოდში ჩარევა შეუძლია.

ანალოგიურად, თუ გოლით დასრულებული შეტევის დროს არ იყო დაფიქსირებული დარღვევა, VAR-ი ამის შესახებ მთავარ მსაჯს ატყობინებს. ფეხზე დაბიჯება დარღვევას წარმოადგენს, თუმცა თუ მცველმა ჯერ ბურთზე ითამაშა, შემდეგ კი ნორმალური საფეხბურთო კონტაქტი დაფიქსირდა, ეს დარღვევა არაა.

სწორედ ეს მოხდა არგენტინის მესამე გოლის წინ. ალვარესი-სალაჰის ეპიზოდი მსაჯმა და VAR-ის ბრიგადამ ნორმალურ საფეხბურთო კონტაქტად შეაფასეს.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ყოველთვის იქნება სუბიექტურობის ელემენტი, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ გამოიყენებოდა ეს პრინციპი მთელი ტურნირის განმავლობაში“.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იყო თუ არა წითელი ბარათი - კოლინას განმარტება ბელინგემის ეპიზოდზე
იყო თუ არა წითელი ბარათი - კოლინას განმარტება ბელინგემის ეპიზოდზე