ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

„არსენალის სპორტული დირექტორი რომ ვიყო, კვარას ან ბარკოლას გავიფორმებდი“ | ნაჩო მონრეალი

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნაჩო მონრეალმა „მეთოფეების“ ამჟამინდელ შემადგენლობაზე ისაუბრა. მონრეალის მიხედვით, ის ლონდონელთა ხელმძღვანელობაში რომ იყოს, შეეცდებოდა, ხვიჩა კვარაცხელია ან ბრედლი ბარკოლა შეეძინა.

„არსენალს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და გასულ სეზონში პრემიერლიგა სწორედ ამიტომ მოიგო, თუმცა, თუ ერთი პოზიციის გაძლიერება იქნებოდა საჭირო, გუნდში მარცხენა გარემარბს მოვიყვანდი. ვფიქრობ, არსენალს მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერება ესაჭიროება.

ლეანდრო ტროსარი და გაბრიელ მარტინელი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეხედეთ, ბუკაიო საკა რა დონეზეა. შეხედეთ, დეკლან რაისი და ცენტრალური მცველები რა დონის ფეხბურთელები არიან. ვიქტორ იოკერეშისიც მჯერა. არსენალს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მარცხენა გარემარბის პოზიცია გასაძლიერებელია.

ნიკო უილიამსი არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ თამაშში შეუძლია განსხვავება შექმნას, თუმცა გასული სეზონი კარგი ნამდვილად არ ჰქონია. რამდენიმე ტრავმა მიიღო და ბევრი შეხვედრა გამოტოვა. მსოფლიოზეც არ თამაშობს, მაგრამ არსენალისთვის ბრწყინვალე ტრანსფერი იქნებოდა.

„მეთოფეების“ სპორტული დირექტორი რომ ვიყო, ხვიჩა კვარაცხელიას ან ბრედლი ბარკოლას გაფორმებას შევეცდებოდი, რადგან ამ ტრანსფერებით გუნდი გაძლიერდება, პარი სენ-ჟერმენი კი დასუსტდება. თუმცა, როდესაც ნიკო ფორმაშია, ისიც ბრწყინვალე ფეხბურთელია“.

ცნობისთვის, უილიამსმა გასულ სეზონში ლა ლიგის 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა, ლიგა 1-ში კი — 8.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაბიჯი მომდევნო ეტაპისკენ - იბერიამ ფლორა დაამარცხა
ნაბიჯი მომდევნო ეტაპისკენ - იბერიამ ფლორა დაამარცხა