თემურ ქეცბაია, მათე ვაწაძე, ნიკა ნინუა
Aa
Aa

ბას და ვაწაძის გოლები | დინამომ მონდორფი სტუმრად დაამარცხა

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული მონდორფი შინ დინამო თბილისთან 1:2 დამარცხდა.

მეორე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებით ბამ თავური დარტყმით დინამო დააწინაურა. 23 წლის ალგასიმე ბა გვინეის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, დინამოს ახალწვეულია, პირველად სუპერთასზე დილასთან ითამაშა, მეორედ კი დღეს - მონდორფთან.

მე-19 წუთზე ნინუამ მეორე საგოლე პასი შეასრულა, გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა.

71-ე წუთზე მონდორფმა ანგარიში შეამცირა, 24 წლის ფრანგმა შემტევმა ჰატიმ ფარმა ლორიას გაუტანა.

დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ლორია, ფსალტისი (კვარაცხელია 66), კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტოსი, ციკოლია (კაკაშვილი 46), ოსეი, ნინუა, ბა, ვაწაძე (ქვარცხავა 61), დო კოუტუ (დანელია 89)

საპასუხო მატჩი 16 ივლისს თბილისში გაიმართება.

თუ დინამო პირველ ბარიერს დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს პეტროვაცსა და ლიეტუვის ჟალგირისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დინამო თბილისის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები