„ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბრწყინვალე იყო“ | Standard-მა მამარდაშვილი გამოარჩია
Standard-მა სანაკრებო პაუზაზე „ლივერპულის“ ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები გამოსვლა შეაფასა. ავტორიტეტული ლონდონური გამოცემის ყურადღების ცენტრში გიორგი მამარდაშვილიც მოექცა.
„როგორც ალისონ ბეკერის შემცვლელმა, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ანდონი ირაოლას გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ქართველი მეკარე კარაბაოს თასზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და დაამტკიცა, რომ თუ გუნდს დასჭირდება, ის მოედანზე გასასვლელად მზად არის.
მან ეს კიდევ ერთხელ სანაკრებო პაუზის დროს შეგვახსენა, რომელიც საქართველოსთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ „ჯვაროსნების“ რიგებში „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება, საქართველომ ოთხ შეხვედრაში ერთი გოლიც ვერ გაიტანა, თუმცა მამარდაშვილის დამსახურებაა, რომ A ლიგაში დაწინაურების მცირედ შანსს მაინც ინარჩუნებს.
მამარდაშვილმა კარი მშრალად ორ შეხვედრაში შეინახა და ბრწყინვალე იყო ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა. მან პენალტი მოიგერია და რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა“, — წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, „ლივერპულის“ მომდევნო მეტოქე „მანჩესტერ სიტია“, რომელსაც 11 ოქტომბერს „ენფილდზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.