„თანაბარი დონის გუნდები ვართ“ - ვირტუსის კაპიტანი დილაზე
კონფერენს ლიგაზე დღეს გორის „დილა“ სან-მარინოს წარმომადგენელ „ვირტუსს“ დაუპირისპირდება. სანმარინოელთა კაპიტანმა, ალესანდრო გოლინუჩიმ მატჩის წინ საწყისი წუთებიდანვე სრული კონცენტრაციით თამაშის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„წინ რთული მატჩი გველის. მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ და გვინდა, კარგი თამაში ვაჩვენოთ. გვაქვს ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება და ვიცით, რომ პირველი წუთები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მატჩი კარგად უნდა დავიწყოთ. „დილა“ ძლიერი და აგრესიული გუნდია, ამიტომ აგრესიითვე უნდა ვუპასუხოთ. ვფიქრობ, თანაბარი დონის გუნდები ვართ. შესაძლოა, ფიზიკურად ჩვენზე კარგად არიან მომზადებულები, მაგრამ შევეცდებით, ეს ჩამორჩენა აღმოვფხვრათ. თუ ეს გამოგვივა, ჩემი აზრით, ტექნიკის მხრივ შეგვიძლია მათ ვაჯობოთ“.
ცნობისთვის, დილა-ვირტუსის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. განმეორებითი შეხვედრა სან-მარინოში 16 ივლისს არის ჩანიშნული.