ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

„უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო“ - ზირას მწვრთნელი ტორპედოსთან მატჩზე

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „ზირას“ დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა, რაშად სადიგოვმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სადიგოვმა:

„მეტოქის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები არიან. შევეცადეთ, მათზე ზეწოლა მოგვეხდინა. ქართული კლუბი ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული. საპასუხო შეხვედრისთვის ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. სტუმრად უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობი“.

„მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა გვსურდა და ეს წარმატებით გამოგვივიდა. შეხვედრის ბოლოს დაღლილობა ვიგრძენით. ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა“.

„წინ მნიშვნელოვანი საპასუხო მატჩი გველის. ეს ფეხბურთია. მათაც შეეძლოთ ჩვენი დამარცხება. მსოფლიო ფეხბურთში 5-10 წუთში შეიძლება მოულოდნელი მოვლენები განვითარდეს, ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

„ჩვენს ახალ ტრანსფერებსაც სჭირდებათ დრო. ფეხბურთელებმა მონდომება აჩვენეს და სირთულეები დაძლიეს. საპასუხო შეხვედრაში უკეთ უნდა ვითამაშოთ“.

„ზირასა“ და „ტორპედოს“ შორის საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საპასუხო მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - შუსტერი ზირასთან მარცხის შემდეგ
„საპასუხო მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - შუსტერი ზირასთან მარცხის შემდეგ