გორის დილა
Aa
Aa

შეყილაძის, ანოფის და კანტეს გოლები - დილამ ვირტუსი დაამარცხა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე გორის დილამ სან მარინოს წარმომადგენელს, ვირტუსს უმასპინძლა და კომფორტული უპირატესობით - 3:1 დაამარცხა.

მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, გორელებმა მატჩი ცუდად დაიწყეს და მე-3 წუთზე ბენინჩასამ ვირტუსი დააწინაურა.

რა თქმა უნდა, დილა ასეთ დასაწყისს არ შეეგუებოდა და უმალ წონასწორობა აღადგინა. გაშვებული გოლიდან ზუსტად 5 წუთში თავი შეყილაძემ გამოიჩინა.

გორელებმა ტერიტორიული უპირატესობა გაზარდეს და მე-14 წუთზე განელმა ბლანკსონ ანოფმა დილა დააწინაურა. პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმმა კვლავ ვავალისის გუნდის უპირატესობით ჩაიარა. 68-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა კანტემ მატჩის საბოლოო შედეგი - 3:1 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 16 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები