ტომას ტუხელი, დიდიე დეშამი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | რომელ ნაკრებს აქვს საუკეთესო შანსი Opta-ს მიხედვით

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის დაწყებამდე Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა. ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტოს მიხედვით, მუნდიალის მოგების ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ნაკრებს აქვს — 27.3%.

დიდიე დეშამის გუნდი მეოთხედფინალში მაროკოს ხვდება და Opta-ს მიხედვით, „ლე ბლეს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის 73.9-პროცენტიანი შანსი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია — 21.3%. „ფურია როხა“ ბელგიას ეთამაშება და მისი მომდევნო ეტაპზე გასვლის ალბათობა 69.7 პროცენტით ფასდება.

მესამე ადგილზე არგენტინა იმყოფება. „ალბისელესტეს“ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგების შანსი 17.3 პროცენტია, ნახევარფინალში გასვლის — 69.1%. ინგლისის ნაკრები მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. ტომას ტუხელის გუნდის ჩემპიონობის ალბათობა 16.5 პროცენტია.

„სამი ლომის“ შემდეგ ნორვეგია (6.6%), შვეიცარია (3.8%), მაროკო (3.7%) და ბელგია (3.6%) მოდიან. Opta-ს მიხედვით, ნახევარფინალში გასვლის ყველაზე დაბალი შანსი მაროკოს აქვს — 26.1 პროცენტი.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება და საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება. 23:00-ზე ესპანეთი ბელგიას შეხვდება. 12 ივლისს ნორვეგიისა და ინგლისის, აგრეთვე არგენტინისა და შვეიცარიის ნაკრებების თამაშებს ვიხილავთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან“ - ფლორაში იბერიასთან მარცხზე ისაუბრეს
    „ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან“ - ფლორაში იბერიასთან მარცხზე ისაუბრეს