„ყველაფერი მბაპემ გადაწყვიტა“ - მაროკოს მწვრთნელი მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„ყველაფერი მბაპემ გადაწყვიტა“ - მაროკოს მწვრთნელი მატჩის შემდეგ

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაჰბიმ საფრანგეთთან მარცხის (0:2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან კარგ მეტოქეს დავუპირისპირდით. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა და ბონოს მიერ მოგერიებულმა პენალტმა თამაშში დაგვტოვა. მეორე ტაიმში უკეთ ვიცავდით თავს და ბურთის ფლობისას უფრო მშვიდად ვიყავით. საბოლოოდ, ყველაფერი მბაპეს ინდივიდუალურმა ბრწყინვალებამ გადაწყვიტა. ეს მძიმე განცდა იყო, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. როდესაც ტრავმები, დანაკლისი და დაღლილობა გვაქვს, სათადარიგოთა სკამზე მეტი ალტერნატივა გვჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ.

მომავალი ნათელი იქნება, თუ ასე გავაგრძელებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს მოგება არ გვინდოდა. რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ დღეს მოგვეგო. გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან რთულ მეტოქეს შევხვდით. ეს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაა, მაგრამ მომავლისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ვიცით, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანას არ წარმოვადგენთ. ჩვენ წარმოვადგენთ მაროკოელ ხალხს და აზიისა და აფრიკის ბევრ ქვეყანას. ამ გუნდში ბევრი ადამიანი ხედავს საკუთარ თავს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მომავალში ტიტულები მოვიგოთ”.

- განაცხადა უაჰბიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები