ჯანი ინფანტინო, სამუელ ეტოო
Aa
Aa

„მან ფეხბურთი შეცვალა და შანსი მოგვცა“ - ეტო'ოს მხარდაჭერა ინფანტინოს

FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უკანასკნელი თვეების განმავლობაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამართული მუნდიალის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ამ ტურნირის კომერციული უფლებების გაყიდვის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც UEFA-ს წევრი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციები იმდენად უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ მომავალი პლანეტის პირველობის ბოიკოტით დაიმუქრნენ, რის გამოც ინფანტინოს უკან დახევა მოუხდა. ბევრი ცნობილი საფეხბურთო პერსონისგან განსხვავებით, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუელ ეტო’ომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

სამუელ ეტოო

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ინფანტინომ რაიმე არასწორად გააკეთა. ახლოვდება FIFA-ს არჩევნები, რომლის წინაც გარკვეული ძალები სიტუაციის არევას ცდილობენ, თუმცა სწორედ არჩევნები ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. მისტერ ჯანიმ ფეხბურთი მთლიანად შეცვალა და დაეხმარა ისეთ ქვეყნებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაში, რომელთაც აქამდე ამის საშუალება არ ეძლეოდათ. ის დაეხმარა აფრიკის კონტინენტს და პირადად კამერუნის ფეხბურთს კიდევ უფრო განვითარებაში, რისი დავიწყებაც არაფრის დიდებით არ შეიძლება.

ცნობისათვის, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების განაწილების ახალი სტრუქტურით აღაშფოთებდა სხვადასხვა ქვეყნებს, ჯანი ინფანტინომ თავი კიდევ ერთი ამბავით „გამოიჩინა“ - მუნდიალის მიმდინარეობისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თხოვნით კომპრომისზე წავიდა და აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელს ფოლარინ ბალოგუნს დისკვალიფიკაცი დროებით შეუჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალმა იძულებით დაიტოვა“ - კანისარესმა ვინისიუსი გააკრიტიკა
„რეალმა იძულებით დაიტოვა“ - კანისარესმა ვინისიუსი გააკრიტიკა