„იამალზე ჯარიმაა, ვინისიუსზე არაფერი“ - რეალი მსაჯობით უკმაყოფილოა
ესპანეთის ლა ლიგის წლევანდელი გათამაშება გასულ შაბათ-კვირას ჩემპიონობის ორივე ფავორიტმა დაიწყო და თუ „ბარსელონამ“ „ელჩეს“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოუგო, „რეალს“ სტუმრად „ესპანიოლის“ დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. გრანდების სასტარტო მატჩების შეფასების დროს „ბლანკოსის“ საკლუბო ტელევიზიაში მსაჯები მკვეთრად გააკრიტიკეს და სამეფო კლუბის არცთუ დამაიმედებელი სტარტი სწორედ ამას მიაწერეს:
„ესპანიოლი-რეალის“ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა ჯერ მე-3 წუთზე ალექს კალატრავას მიერ ვინისიუსის წინააღმდეგ უხეშობა არ შეიმჩნია და შემდეგაც გააგრძელა მთელი მატჩის განმავლობაში არაკომპეტენტური ქმედებები. კატალონიელები ბინძური ფოლებით ცდილობდნენ ვინის შეჩერებას, რაც სანჩესს მარტინესს ერთხელაც არ შეუმჩნევია. დიახ, ამას ვერ ამჩნევენ და ლამინ იამალზე მცირე დარღვევის შემდეგ მის მოწინააღმდეგეს მაშინვე ყვითელი ბარათი აჩვენეს“.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ სტუმრად „ესპანიოლი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი კარლოს ესპიმ ბოლო წუთზე გაიტანა, ხოლო „ბარსელონამ“ ასევე სტუმრად „ელჩე“ გაანადგურა. კატალონიელთა რიგებში დუბლი რაფინიამ და ფერმინ ლოპესმა შეასრულეს, ერთი გოლი კი კარიმ ადეიემის ანგარიშზე იყო.