ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„რეალმა იძულებით დაიტოვა“ - კანისარესმა ვინისიუსი გააკრიტიკა

მისი მაღალი სათამაშო ხარისხის მიუხედავად, ვინისიუს ჟუნიორს ესპანეთში კრიტიკოსები არ აკლია, რაც ალბათ მეტწილად „რეალის“ ბრაზილიელი შემტევის ცუდი ხასიათით არის განპირობებული, რის გამოც მოედანზე ზოგჯერ ისე იქცევა, რომ მისი გამოხდომები „ბლანკოსის“ გულშემატკივრებისთვისაც კი მიუღებელია. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გადაცემა El Partizado-ში სტუმრად მიწვეულმა წარსულში ცნობილმა ესპანელმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, რომელმაც ვინი მოურიდებლად გააკრიტიკა.

რას ამბობს კანისარესი

მთელი ზაფხულის განმავლობაში „რეალის“ ხელმძღვანელები ვინისიუსის საკითხს განიხილავდნენ - მას კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ სამეფო კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. იცით რატომ? ვინისიუსი არავის არ სჭირდება. არავის სურს მსგავსი ხასიათის ფეხბურთელი ჰყავდეს გუნდში. მერწმუნეთ, მის აგენტს ერთი კლუბიც კი არ დაჰკავშირებია. თუმცა არა, დამავიწყდა - „ნიუკასლი“ აუცილებლად დაურეკავდათ, ეს გუნდი ხომ ყველას ყიდულობს“.

შეგახსენებთ, რომ სანტიაგო კანისარესი საფეხბურთო სამყარომ ყველაზე კარგად „ვალენსიადან“ გაიცნო, თუმცა სანამ „ღამურებში“ გადავიდოდა, ვინისიუს ჟუნიორის ამჟამინდელი კლუბის, „რეალის“ ღირსებასაც იცავდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიოლნმა თასზე მოიგო - ლოჩოშვილი სასტარტოში იყო და ტრავმის გამო შეცვალეს
კიოლნმა თასზე მოიგო - ლოჩოშვილი სასტარტოში იყო და ტრავმის გამო შეცვალეს