ჩაბი ალონსო, ალვარო არბელოა, კოულ პალმერი, გონსალო გარსია
Aa
Aa

ექს-მადრიდული დუელი ალონსომ მოიგო - ჩელსიმ სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელების დუელი შედგა. ალვარო არბელოას „ფულემმა“ საკუთარ მოედანზე ჩაბი ალონსოს „ჩელსის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. შესაბამისად, ჩაბი ალონსომ მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო.

ანგარიში პრიველივე წუთზე „ჩელსიმ“ ჟოაო პედროს გოლით გახსნა, რომელსაც 23-ე წუთზე კინგმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე მორგან როჯერსმა „ჩელსი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა და „არისტოკრატებმა“ პირველი ნახევარი 2:1 მოიგეს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში თავი კოულ პალმერმაც გამოიჩინა და ანგარიში 3:1 გახადა. 54-ე წუთზე გონსალო გარსიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „ფულემმა“ შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

„ჩელსი“ მომდევნო შეხვედრას ინგლისის ლიგის თასზე საკუთარ მოედანზე „ლუტონთან“ გამართავს, „ფულემს“ კი ამავე ტურნირზე თავისი მატჩი ასევე საკუთარ მოედანზე „უიმბლდონის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იამალზე ჯარიმაა, ვინისიუსზე არაფერი“ - რეალი მსაჯობით უკმაყოფილოა
„იამალზე ჯარიმაა, ვინისიუსზე არაფერი“ - რეალი მსაჯობით უკმაყოფილოა