მიკელ არტეტა
Aa
Aa

ყველაზე მთავარი ტიტული ხელიდან გავუშვით | არტეტა პსჟ-სთან მარცხზე

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული პსჟ-სა და ლონდონის არსენალის მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა, პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს - 1:1 (4:3).

მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა: „ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, ამ სეზონში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამოვიარეთ, მათ ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭეს. ამ ფეხბურთელების მწვრთნელობა პრივილეგიაა.

ჩვენ დიდი მიღწევა გვაქვს (პრემიერლიგის მოგებას გულისხმობს), თუმცა ყველაზე მთავარი ხელიდან გავუშვით.

მინდა მივულოცო პსჟ-ს, კონკრეტულად ლუის [ენრიკეს], რადგან, ჩემი აზრით, პსჟ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ის, რისი გაკეთებაც პსჟ-ს ფეხბურთელებს ბურთით და ინდივიდუალური მოქმედებებით შეუძლიათ, მსგავსი რამ აქამდე არასდროს მინახავს. როდესაც ბურთი არ გაქვს, გეგმაში არ შედის გარკვეულ ზონებში თამაში, მაგრამ ისინი გაიძულებენ ამის გაკეთებას.

პირველ რიგში, რამდენიმე დღეს ოჯახთან ერთად გავატარებ, შემდეგ კი დავიწყებთ ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს გაანალიზების პროცესს და მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუ გვსურს, რომ ახალ დონეზე გადავიდეთ. ჩვენ ეს ამბიცია უნდა ვაჩვენოთ, რადგან ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. მოგვიწევს ვიყოთ ძალიან ამბიციურები, ძალიან სწრაფები და ძალიან ჭკვიანები.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალში დუბლს შეასრულებს“ - ხვიჩაზე ტაბიძემ ისაუბრა
„ფინალში დუბლს შეასრულებს“ - ხვიჩაზე ტაბიძემ ისაუბრა