ოთხი მედალი ევროპაზე - მოჭიდავეების წარმატება
Aa
Aa

ოთხი მედალი ევროპაზე - მოჭიდავეების წარმატება

სერბეთში გამართული ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის გუნდის წარმომადგენლებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.

საუკეთესო შედეგი გიორგი კოჩალიძემ (60 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) აჩვენეს, რომელთაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. კოჩალიძემ შეჯიბრება მეოთხედფინალში უკრაინელ იევჰენ პოკოვბასთან (5:1) გამარჯვებით დაიწყო, რასაც ნახევარფინალში აზერბაიჯანელი აიხან ჯავადოვის (3:2) ძლევა მოჰყვა, ფინალში კი სომეხ სურენ აღაჯაიანს (0:9) ვერ გაუმკლავდა. რაც შეეხება მიქელაძეს მან ფინალამდე ნორვეგიელი ალექსანდრ აემაესი (8:0), ფინელი ვიკე ტარკიო (9:0) და რუსი გამზატ გაჯიევი (3:1) დაამარცხა, გადამწყვეტი შეხვედრა კი აზერბაიჯანელ ელმინ ალიევთან (2:3) დათმო.

ცნობისათვის, კიდევ ორი მედალი საქართველოს დელეგაციას კობა ქარუმიძემ (55 კგ) და თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ) მოუტანეს, რომელთაც რუმინელ დენის ფლორინ მიჰაის და ბელარუს კირილ ვალეუსკის მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ვერცხლი და ბრინჯაო - ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების სამი მედალი
ორი ვერცხლი და ბრინჯაო - ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების სამი მედალი