დენა უაითი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

ტრამპი: თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებას ვუმასპინძლებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს დენა უაითს აცნობა, რომ მზადაა თეთრი სახლის ეზოში გაზონზე საბრძოლო სცენა (ოქტაგონი) მოაწყოს და UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიებას უმასპინძლოს.

1993 წელს დაარსების დღიდან UFC მრავალ ადგილას იყო ნამყოფი. დენვერში, კოლორადოში, ლას ვეგასში, საზღვარგარეთ, კანადაში, მექსიკაში, საფრანგეთში, აბუ დაბიში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ამჯერად კი შესაძლოა თეთრ სახლშიც ვიხილოთ.

დენა უაითი და დონალდ ტრამპი დიდი ხნის მეგობრები არიან. დენამ მას წინასაარჩევნოდ მხარი საჯაროდაც დაუჭირა და მის პიარკამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში UFC-ის ქარდი 2026 წლის 4 ივლისს ჩატარდება - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, შტატების 250-ე წლის იუბილეზე.

„ჩვენ თეთრ სახლში UFC-ის ბრძოლა გვექნება. წარმოიდგინეთ, თეთრი სახლის ტერიტორიაზე. იქ ბევრი მიწა გვაქვს. ცოტა რაღაცებს დავამატებთ და ავაშენებთ. ჩვენ არა, ამას დენა გააკეთებს. ის შესანიშნავი პიროვნებაა.

ჩვენ გვექნება საჩემპიონო ბრძოლა, სრულმასშტაბიანი, მას დაახლოებით 25 000 ადამიანი დაესწრება. ჩვენ ამას 250 წლის იუბილეს ფარგლებში გავაკეთებთ. გვექნება რამდენიმე წარმოუდგენელი ღონისძიება, რამდენიმე პროფესიონალური ღონისძიება, რამდენიმე სამოყვარულო ღონისძიება, მაგრამ UFC-ის ბრძოლა დიდი ამბავი იქნება“.

- თქვა ტრამპმა ხუთშაბათს აიოვას შტატის ბაზრობაზე გამართული აქციის დროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები