ჩემპიონთა ლიგა, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლიგის წილისყრის შედეგები: კვარაცხელია ქოჩორაშვილის წინააღმდეგ

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის „ლიგის ფაზის“ წილისყრა გაიმართა. ტურნირი 16 სექტემბერს დაიწყება.

ყველაზე მეტად გვაინტერესებს, თუ რომელი მეტოქეები შეხვდათ ქართველ ლეგიონერებს: ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი ქოჩორაშვილს, გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანს.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების კლუბების მეტოქეებს:

პსჟ-ს მეტოქეები: ბაიერნი, ბარსელონა, ატალანტა, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, სპორტინგი, ნიუკასლი, ბილბაო.

ლივერპულის მეტოქეები: რეალი, ინტერი, ატლეტიკო, აინტრახტი, პსვ, მარსელი, ყარაბახი, გალათასარაი.

სპორტინგის მეტოქეები: პსჟ, ბაიერნი, იუვენტუსი, ბრიუგე, ნაპოლი, მარსელი, ბილბაო, კაირატი.

კაირატის მეტოქეები: რეალი, ინტერი, ბრიუგე, არსენალი, ოლიმპიაკოსი, სპორტინგი, პაფოსი, კოპენჰაგენი.

ამრიგად, ლიგის ახალ სეზონში ქართველების დაპირისპირებასაც ვიხილავთ: კვარაცხელია ქოჩორაშვილის წინააღმდეგ, ქოჩორაშვილი ზარიასა და გადრანის წინააღმდეგ.

პირველ კალათში მყოფი გუნდების მეტოქეები:

მეორე კალათში მყოფი გუნდების მეტოქეები:

მესამე კალათში მყოფი გუნდების მეტოქეები:

მეოთხე კალათში მყოფი გუნდების მეტოქეები:

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი და ერთი სიახლე:

ლიგის ფაზაზე თითოეული კლუბი 8 გუნდს დაუპირისპირდება (4 მატჩი შინ, 4 სტუმრად).

კლუბები UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით 4 კალათაში გადანაწილდებიან და თითოეული კალათიდან მხოლოდ 2 გუნდს შეხვდებიან (ერთს სახლში, მეორეს კი სტუმრად).

ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა და განთესილის სტატუსს მიიღებს. მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილზე გასული გუნდები კი დანარჩენი რვა ადგილისთვის ორმატჩიან პლეი-ოფებს ითამაშებენ, რის შემდეგაც ტურნირი ძველებურად ჩვეულ სტილში გაგრძელდება.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ სეზონიდან შედის ძალაში: საპლეიოფო სტადიაზე გასამართი ყველა მატჩი ლიგის ფაზაზე დაკავებული ადგილის მიხედვით განისაზღვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკეთეს პოზიციაზე მყოფი გუნდი განმეორებით შეხვედრას ყოველ ჯერზე საკუთარ მოედანზე გამართავს. ეს ყველაფერი კი ლიგის ფაზაზე საუკეთესო 8 ადგილისთვის ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

მსგავსი სიახლეები