ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ოლივეირა: თოფურიასთან ჩხუბში ყველაფერს შევცვლიდი

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან ჩხუბზე ილაპარაკა.

როგორც „დუ ბრონქსმა“ თქვა, „ელ მატადორთან“ თავის ბრძოლაში ყველაფერს შეცვლიდა.

„ყველაფერი, რაშიც ვვარჯობდი, პრაქტიკულად ვერ განვახორციელე. არაფერი გავაკეთე იქიდან, რისთვისაც ვემზადებოდი. ჩხუბის გეგმა იყო დარტყმები და უკან გაწევა, მუხლებით ფეხებში დარტყმები, დისტანციის შენარჩუნება, წვივებში ბევრი დარტყმა, ერთ ადგილზე არგაჩერება. თუმცა როგორც კი ჩხუბი დაიწყო, უძრავად ვიდექი და მის დარტყმებს ვიღებდი. ვფიქრობ, დისტანცია რომ შემენარჩუნებინა, ხელებით მემუშავა, ფეხებში ჩამერტყა და მისი წაქცევა მეცადა, ეს საერთოდ სხვანაირი ჩხუბი იქნებოდა“, - თქვა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

გეტყვით ასევე, რომ რომ ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები