ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

რა შემთხვევაში გახდება თოფურიას მომდევნო მეტოქე - რა თქვა ჰოლოუეიმ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიაზე ილაპარაკა.

BMF-ის ტიტულის მფლობელი მიიჩნევს, რომ ის მას შეუძლია „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე გახდეს, თუ დასტინ პორიეს დამაჯერებლად მოუგებს.

ამ 2 მებრძოლის ჩხუბი 19 ივლისს გაიმართება და „დალოცვილი“ BMF-ის ქამრის დაცვას შეეცდება.

„UFC ასეთი მომენტებისგან შედგება, როგორიც იყო UFC 300-ზე (საუბარია გეიჯთან ჩხუბზე). თუ მე UFC 318-ზე გასვლას და პორიესთან ასეთივე ნათელი მომენტის შექმნას შევძლებ, მაშინ ვინ იტყვის, რომ ტიტულისთვის არ ვიბრძოლებ ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში?“ - თქვა 33 წლის მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მაქს ჰოლოუეიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან წაგებული საჩემპიონო ბრძოლა მისთვის ქვემსუბუქ წონაში ბოლო იყო. „დალოცვილმა“ ასევე აღნიშნა, რომ კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები