„ისლამთან ნოკაუტი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ილიასთან“ - ვოლკანოვსკი მძიმე მარცხებზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან და ისლამ მახაჩევთან ჩხუბები გაიხსენა და განაცხადა, რომ ისლამთან ნოკაუტით წაგება მის კარიერაში ყველაზე მტკივნეული და მძიმე მარცხი იყო.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„ისლამის ნოკაუტის შემდეგ მიღებული ტრავმა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული იყო. საკმაოდ ძლიერი ტვინის შერყევა მივიღე. ილიასთანაც მქონდა ტვინის შერყევა, მაგრამ ისლამთან უფრო ძლიერი იყო. იმის მიუხედავად, რომ ილიას დარტყმის შემდეგ ნოკაუტში უფრო დიდხანს ვიყავი, ისლამთან ნოკაუტის შემდეგ გაცილებით სერიოზული სიმპტომები მქონდა. ამის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშების დროს თავთან შეხებები საერთოდ არ მქონია. ასეთი ტრავმების შემდეგ, ვარჯიშს ნელ-ნელა უბრუნდები და ცდილობ, რომ უფრო უსაფრთხო პოზიციები შეარჩიო და ბანაკიც არასწორად არ დაგეგმო. ასე მოხდა ილიასთან ბრძოლამდე... უფრო დიდხანს უნდა შემესვენა.“
„როდესაც ილიასთან ჩხუბს დავთანხმდი, ყველა მეუბნებოდა - „ვოლკ, რას აკეთებ? დიდი შესვენება უნდა აგეღო, ეს შენს თავდაჯერებაზეც იმოქმედებს...“ მე კი ვუპასუხე, რომ მათი აზრი სისულელე იყო... მაგრამ მათთვის უნდა დამეჯერებინა.“
ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ჩხუბი 2024 წლის 18 თებერვალს გაიმართა და „მატადორმა“ მეორე რაუნდში, ნოკაუტით გაიმარჯვა.