ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჩემი ჩხუბი არ მიჩვენებია“ | ვოლკანოვსკი ილიასთან ბრძოლაზე თანხმობას ნანობს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დემეტრიუს ჯონსონს ესაუბრა. „მაითი მაუსმა“ „ვოლკს“ ილია თოფურიასთან გამართულ ორთაბრძოლაზე ჰკითხა და დაინტერესდა, რა მოხდებოდა, ვოლკანოვსკის ბევრად გრძელი პაუზა რომ აეღო.

„დიახ, ვფიქრობ, რომ რაღაცები სხვანაირად იქნებოდა, თუმცა არ ვცდილობ, ილიას რამე დავუკარგო. ძალიან ძლიერი ბიჭია და შესანიშნავი იყო ის, რაც გააკეთა. მან სწორი ცვლილებები განახორციელა, მე კი არაფერი შემიცვლია და იმავეს ვაკეთებდი, რასაც ადრე.

ქება თოფურიას, თუმცა საკუთარი გადმოსახედიდან ყოველთვის ვიტყვი, რომ ჩემი ჩხუბი არ მიჩვენებია და არ მიჩხუბია ისე, როგორც მინდოდა. ოქტაგონში ყოფნისას ეჭვები გამიჩნდა და ა.შ. უნდა გამეკეთებინა ის, რაც თოფურიასთან ჩხუბის შემდეგ გავაკეთე — გრძელი პაუზა უნდა ამეღო. ვნახეთ, დიეგო ლოპესთან რა მოხდა და შესაძლოა, მაშინაც იგივე რომ გამეკეთებინა, სხვანაირი შედეგი მიგვეღო. ეს არავინ იცის.“

ცნობისთვის, 2023 წლის ოქტომბერში ვოლკანოვსკი ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა. „ელ მატადორმა“ და „ვოლკმა“ 2024 წლის თებერვალში იჩხუბეს და თოფურიამ ასევე ნოკაუტით მოიგო

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ტურნირის მოგება გვინდა| კვარა რეალთან მატჩის წინ
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ტურნირის მოგება გვინდა| კვარა რეალთან მატჩის წინ