ლუის ენრიკე
Aa
Aa

„კიდევ ერთ ფინალში გასასვლელად მზად ვართ“ - ლუის ენრიკე

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მატჩის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკე:

 

„რეალის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. გვიხარია ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ. ნახევარფინალში თამაში დიდი მოტივაციაა. გუნდი მზად არის კიდევ ერთ ფინალში გასასვლელად. ამ მატჩს ბევრი განსაკუთრებული დეტალი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლის საშუალებას იძლევა.

ალონსოს „რეალის“ შესწავლა რთულია. ჩაბი მხოლოდ ახლა იწყებს თავის საქმეს, ამიტომ რაიმე დასკვნების გაკეთება არ შემიძლია. ვიცით, რომ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ალონსო მათთან მუშაობას მხოლოდ ახლა იწყებს. ვფიქრობ, მას აქვს ყველაფერი, რაც ტოპ გუნდს სჭირდება. მე უკვე ორი წელია, რაც პარიზში ვმუშაობ, ჩაბი კი მადრიდში ახლა ჩავიდა. არ ვიცი, ვინ არის ფავორიტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი მატჩი იქნება.

ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის მენეჯმენტს სურს ისტორიაში შესვლა. გვაქვს შესაძლებლობა, 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იქნება. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ფინალში გასვლაა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალი დიდი მოტივაციაა როგორც ჩვენთვის, ისე „რეალისთვის“. შევეცდებით, მატჩის მიმდინარეობა გავაკონტროლოთ“.

ცნობისთვის, პსჟ-რეალის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის გამარჯვებული ფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფლუმინენსე დამარცხებულია - ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
ფლუმინენსე დამარცხებულია - ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია