ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ალონსო: წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის „რეალი“ პსჟ-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, სამეფო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა და მადრიდელების თამაში შეაფასა.

„მატჩის დასაწყისმა დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. გვინდოდა კარგად კონტროლირებული სტარტი გვინდოდა, რადგან ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მე-9 წუთისთვის თამაში ჩვენთვის ძალიან რთული გახდა და ეს იმის ნიშანია, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. 2 სწრაფად გატანილი გოლი ბევრად მეტს მოითხოვს შენგან - იცი, რომ წონასწორობა არ უნდა დაკარგო, რადგან მათ ძალიან მაღალი დონე აქვთ“, - თქვა ალონსომ.

ესპანელმა სპეციალისტმა ლუკა მოდრიჩზეც ილაპარაკა, რომელმაც „რეალის“ შემდაგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა.

„ის კლუბის ლეგენდა გახდა. ლუკა ფეხბურთის ლეგენდაა. მე მისი თანაგუნდელი ვიყავი, ახლა კი მწვრთნელი. ის რეალში ყოველთვის ემახსოვრებათ“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარიზელები ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია