ბარსელონა, პსჟ, ლიონელ მესი, უსმან დემბელე
Aa
Aa

მესის რჩევა, რომელმაც დემბელეს ცხოვრება შეცვალა

ლიონელ მესი და უსმან დემბელე 4 წლის განმავლობაში ბარსელონაში ერთად თამაშობდნენ. ფრანგ ფეხბურთელს ბლაუგრანაში ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა.

როგორც აღმოჩნდა, უსმანს და ლეოს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. მეტიც, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა დემბელეს ისეთი რჩევა მისცა, რომელიც მას ძალიან გამოადგა. ამასთან დაკავშირებით, უსმანმა თავად ისაუბრა.

დემბელე:

„მესისთან ყოველთვის დიდებული ურთიერთობა მქონდა. გასახდელში ჩემი ადგილი მის გვერდით იყო და ყოველთვის ბევრ რჩევას მაძლევდა. ის არის ადამიანი, რომელმაც ინსტინქტურად იცის, რა გჭირდება. ჩემთვის ის საუკეთესოა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც შთაგონება მომცა.

ერთ დღეს, ლეომ მითხრა, რომ თუ ჩემი ოცნებების ახდენა მსურს, სერიოზული უნდა ვიყო. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე მასზე დაკვირვება და ასე მოქცევა. ვსწავლობდი იმ ყველაფერს, რასაც მოედანზე აკეთებდა.“

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელესთვის 2024/2025 წლების სეზონი კარიერაში საუკეთესო იყო და ის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ცნობისთვის, ფრანგმა შემტევმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. უსმანმა ასევე პარი სენ ჟერმენთან ერთად ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, გარდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიმ ბარსელონას ფერმინის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო შესთავაზა
ჩელსიმ ბარსელონას ფერმინის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო შესთავაზა