ევრობასკეტის ფავორიტები და აღმოჩენა - ფაჩულიამ თავისი აზრი დააფიქსირა
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ევრობასკეტი დაიწყება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები მიიღებს.
მოახლოებულ ევრობასკეტთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ქართველმა ყოფილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ფავორიტები დაასახელა.
გოლდენ სტეიტის ყოფილი ცენტრის აზრით, ფინალში ერთმანეთს გერმანია და სერბეთი შეხვდებიან. ზაზას აზრით ჩემპიონი სერბეთი გახდება.
ფაჩულია ფიქრობს, რომ ტურნირის აღმოჩენა საქართველოს ნაკრები გახდება, ხოლო ტურნირის MVP ნიკოლა იოკიჩი იქნება.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან და ბოსნიასთან ერთად მოხვდა. ჯიკიჩის შეგირდები პირველ მატჩს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.