ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

ბურჯანაძე: გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და პირველ თამაშს სრული მზადყოფნით ველოდებით

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ბექა ბურჯანაძემ ევრობასკეტის დაწყებამდე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

ქართველმა კალათბურთელმა გუნდში არსებულ განწყობაზე ილაპარაკა.

„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მიუხედავად იმ 6 მოსამზადებელი ამხანაგური მატჩისა, რომლებიც დამარცხებით დავასრულეთ. ძალიან კარგად ვემზადებით, თოკოც შემოგვიერთდა, მეორე ვარჯიში ჩაატარა ჩვენთან ერთად და ჩვენს განწყობაზე ეს ძალიან პოზიტიურად აისახა. ამ წუთას ყველანი ჯანმრთელები ვართ და პირველ თამაშს სრული მზადყოფნით ველოდებით ევრობასკეტზე“, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გუშინ, კვიპროსში შეუერთდა. ნაკრების კაპიტანს რამდენიმე კვირის წინ, გულის არითმია დაუდგინდა, რის გამოც სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა.

ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ექიმების რეკომენდაციით, პირველი ორი მატჩი არ უნდა ითამაშოს“ - Marca შენგელიას მდგომარეობაზე
„ექიმების რეკომენდაციით, პირველი ორი მატჩი არ უნდა ითამაშოს“ - Marca შენგელიას მდგომარეობაზე