მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალი: მერაბის მიმართ სიძულვილი არ მქონდა, ყველაფერი მოვიგონე

შონ ო’მალი არასდროს ერიდებოდა შედარებებს კონორ მაკგრეგორთან და ახლა აღიარებს, რომ ირლანდიელის ბრმა მიბაძვამ მის კარიერას ცუდი კვალი დაატყო.

„ასი პროცენტით – მაკგრეგორი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო. მისი გამოსვლები, თავდაჯერებულობა, სიტყვები: „მეორე რაუნდში ამ ბიჭს ნოკაუტში გავუშვებ“. ბევრი რამ ავიღე მისგან. ვიფიქრე: „კარგი, მეც შემიძლია ასეთი თავდაჯერებული ვიყო“. მაგრამ ერთ მომენტში საკუთარი თავი დავკარგე, რადგან ზედმეტად მინდოდა კონორივით ვყოფილიყავი და არა უბრალოდ შონ ო’მალი,“

– თქვა ამერიკელმა Between Rounds-ის პოდკასტში.

მაკგრეგორის მიბაძვა სასარგებლო იყო მანამ, სანამ მერის დვალიშვილთან სატიტულო ბრძოლა არ დათმო.

„ეს ჩემი ტიტულის მეორე დაცვა იყო და ვიფიქრე: „მინდა, ყველაფერი გრანდიოზული იყოს“. მაგრამ ვერ ვგრძნობდი, რომ მართლაც ასე იყო. მეჩვენებოდა, რომ მერაბი დიდი ვარსკვლავი არ იყო. რაღაც უნდა გამომეგონა. ბრძოლა სფეროში იმართებოდა და ვგრძნობდი, რომ რაღაც აჟიოტაჟი უნდა შემექმნა. ეს განცდა არ მომეწონა, რადგან მერაბის მიმართ სიძულვილი არ მქონდა. სიამოვნებით დავანოკაუტებდი, მაგრამ ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ზედმეტად პირადული გავხადე და არ მომწონდა. ალბათ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა რაღაც ხელოვნურად „მოვიგონე“. ჩიტოსთან სიძულვილი რეალური იყო – არ მომწონდა, მაგრამ ნამდვილს ჰგავდა. მერაბთან კი სიტუაცია ცოტათი ძალით გავათამაშე,“

– გულახდილად აღიარა ო’მალიმ.

ტიტულის დათმობის შემდეგ ამერიკელმა ივნისში რევანშშიც ვერ ივარგა და დვალიშვილთან ისევ დამარცხდა. ო’მალის თქმით, იმ ელემენტზე, რამაც წარმატებამდე მიიყვანა, საბოლოოდ უარს არ ამბობს, თუმცა ახლა ცდილობს ბალანსი იპოვოს, რომელიც კვლავ ტიტულისთვის ბრძოლას დაუბრუნებს.

„ვფიქრობ, UFC-ის მებრძოლებმა შოუს ელემენტი უნდა გამოიყენონ, რათა სუპერვარსკვლავები გახდნენ, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავებად უნდა დარჩნენ და მხოლოდ ოდნავ გააძლიერონ ეს იმიჯი. ყველაფერი ბალანსშია. ამას არავინ გასწავლით – ამის შესახებ წიგნი არ არსებობს,“

– დაასრულა ყოფილმა ჩემპიონმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები