მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ბოდიში, კორი, მაგრამ შენ დაძინება მოგიწევს“ - მერაბი სენდჰეგენს

მომდევნო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი არა მხოლოდ UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას აპირებს, არამედ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ნоკაუტით გამარჯვების მოპოვებასაც გეგმავს.

„მე კორი სენდჰეგენს ნოკაუტით დავამარცხებ. ბოდიში, კორი, მაგრამ შენ დაძინება მოგიწევს,“

– თქვა „მანქანამ“ კამერის წინ, ვარჯიშის დაწყებამდე.

„შემდეგ ბრძოლაში ნოკაუტზე ვიმუშავებთ,“

– დაამატა ჩემპიონმა კომენტარებში.

UFC-ში დვალიშვილის 13 მოგებული შეხვედრიდან 11 მსაჯების გადაწყვეტილებით დასრულდა, ერთადერთი ტექნიკური ნოკაუტი კი 2021 წლის სექტემბერში მოიპოვა, როცა მეორე რაუნდში მარლონ მორაესი დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლა დვალიშვილსა და სენდჰეგენს შორის UFC 320-ის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება იქნება. შოუ 4 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები