„არმანი ძლიერია, მაგრამ ილიას უფრო მეტი შანსი ექნება“ - ოლივეირა თოფურია-ცარუკიანის ჩხუბზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ, ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და გამარჯვებულზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ოლივეირა:
„ეს იქნება ბრძოლა საკმაოდ ძლიერ მოჭიდავესა და ერთ-ერთ საუკეთესო სტრაიკერს შორის. ვფიქრობ, არმანი სახიფათო ბიჭია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, რომელსაც ბრწყინვალე ჭიდაობა აქვს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ თოფურიას გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება. მისი კრივი უბრალოდ მომაკვდინებელია“.
მას შემდეგ, რაც მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, მედიაში აქტიურად იწერება, რომ „მატადორის“ მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით, არმან ცარუკიანი იქნება. ასევე, ქართველი მებრძოლის ერთ-ერთი პოტენციური მეტოქე პედი პიმბლეტიცაა.