მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია? - თოფურია საქმეში ბრუნდება
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ქამარს დიდი ალბათობით ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს.
ცოტა ხნის წინ, „მატადორის“ მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში დაამატა სთორი, რომელშიც ვიგებთ, რომ თოფურია და გეიჯი ერთმანეთს UFC 322-ზე შეხვდებიან, თუმცა მალევე, ორზელმა სთორი წაშალა. ამის მიუხედავად, ამერიკულ მედიაში ამტკიცებენ, რომ ილიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი უკვე გადაწყვეტილია.
Ilia Topuria’s manager posted this. Looks like Justin Gaethje vs Ilia is next at UFC 322 pic.twitter.com/ASOTE6ITw0
— Dovy???? (@DovySimuMMA) August 27, 2025
ამას ისიც ემატება, რომ ამავე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანოს თქმით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ UFC 322-ზე ორი საჩემპიონო ჩხუბი გაიმართება, სადაც მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება, მეორე საჩემპიონო ბრძოლა კი უმსუბუქეს წონაში, ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვანს შორის ჩატარდება.
????| Renato Moicano says he is hearing “whispers” that the UFC are looking to have Ilia Topuria vs Justin Gaethje & Alexandre Pantoja vs Joshua Van Main and Co-Main #UFC322 card in Madison Square Garden on November 15th respectively! ????
— MMA Surface (@MMASurface) August 27, 2025
via @laertevianamma YT #UFC #MMA pic.twitter.com/pK6vDiPegk
ცნობისთვის, UFC 322 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში გაიმართება. ჯასტინ გეიჯის გარდა, თოფურიას პოტენციურ მეტოქეებად პედი პიმბლეტი და არმან ცარუკიანიც სახელდებოდნენ, თუმცა როგორც „მატადორის“ მენეჯერისგან და რენატო მოიკანოსგან ვიგებთ ილიას ქამრის დაცვა ამერიკელ მებრძოლთან მოუწევს.