დანი სებალიოსი
Aa
Aa

მარსელმა და რეალმა სებალიოსის ტრანსფერი შეათანხმეს

დანი სებალიოსი „რეალიდან“ „მარსელში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ RMC Sport-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბები 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. გარიგების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა. ის სამეფო გუნდს ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ ფანჯარაზე არ გაიყიდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს ტრანსფერზე
    „ამ ფანჯარაზე არ გაიყიდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს ტრანსფერზე