პსჟ-ს მეკარე ვილიარეალში გადადის
არნაუ ტენასი „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ვილიარეალში“ გადადის. ამის შესახებ L’Equipe წერს.
გამოცემის ცნობით, კლუბები 24 წლის მეკარის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. გარიგების ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი პარიზელებს 2023 წლის ივლისში შეუერთდა. მან გუნდის შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა.
გეტყვით ასევე, რომ აგვისტოს დასაწყისში, პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე გუნდის ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.