პსჟ თანახმაა, დონარუმა €30 მილიონად გაყიდოს
„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, ჯანლუიჯი დონარუმა 30 მილიონ ევროდ გაყიდოს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ სიტი“ მზადაა, 26 წლის მეკარეში ზუსტად ამდენი გადაიხადოს.
თავად იტალიელ გოლკიპერს სურს, რომ კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძოს.
ამასთან, „ქალაქელები“ მოლაპარაკებებს განაგრძობენ „გალათასარაისთან“. ინგლისური კლუბი იმედოვნებს, რომ ედერსონის ტრანსფერთან დაკავშირებით გამოსავალს იპოვის - სწორედ ეს არის საკვანძო პირობა იმისთვის, რომ დონარუმასთან გარიგება შედგეს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე გუნდის ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.
გეტყვით ასევე, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 161 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.