ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

“ეს მხოლოდ დასაწყისია“ - გერმანული გამოცემა გოჩოლეიშვილზე

როგორც მოგეხსენებათ, ბუნდესლიგაში გიორგი გოჩელიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა გლადბახის წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც ჰამბურგის ერთ-ერთ ფან საიტს არ გამოეპარა.

რას წერს nurdieraute.de?

„გიორგი გოჩოლეიშვილი – წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში და დიდი ოცნება მსოფლიოზე.

გიორგი გოჩოლეიშვილმა საკუთარი სახელი ბორუსია მიონხენგლადბახთან ღირსეული დებიუტით გაითქვა. „ჰამბურგის“ ახალწვეული 0:0 დასრულებულ სტუმრად გამართულ შეხვედრაში  სისწრაფით, ორთაბრძოლებში შესვლით და შეტევაში ჩართვებით გამოირჩეოდა.

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა „ჰამბურგს“, დიდი მიზანიც დაასახელა — 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში საქართველოს ნაკრებთან ერთად. „ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი და გვაქვს შანსი, რომ მუნდიალზე-ზე გავიდეთ,“ — ამბობს გოჩოლეიშვილი

გოჩოლეიშვილი უკვე აღფრთოვანებულია „ჰამბურგის“ ახალ სტადიონითაც. „შახტარის“ რიგებში სწორედ „ფოლკსპარკშტადიონზე“ ჰქონდა დაუვიწყარი ღამე, როცა 2023 წლის ნოემბერში „ბარსელონას“ წინააღმდეგ საგოლე პასი გააკეთა. „ეს იყო ჩემი ოცნების ახდენა. ამიტომ მიყვარს ეს სტადიონი,“ — იხსენებს ქართველი

მომავალ კვირას მას სახლში პირველი მატჩი ელის — ქალაქის დერბი „სენტ პაულთან“. „ჰამბურგი“ 2018 წლის შემდეგ ბუნდსლიგაში პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

გოჩოლეიშვილისთვის გლადბახში დებიუტი მხოლოდ დასაწყისი იყო. ძლიერი თამაშებით მას სურს, ერთდროულად „ჰამბურგისთვის“ შეუცვლელი გახდეს და მთავარი ოცნება — მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში — რეალობად აქციოს.“

შეგახსენებთ, რომ გლადბახთან მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 86 წუთი დაყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინი: სიმდიდრე ბევრ რამეს ცვლის, საპირისპიროს თქმა თვალთმაქცობა იქნება
დე ბრუინი: სიმდიდრე ბევრ რამეს ცვლის, საპირისპიროს თქმა თვალთმაქცობა იქნება