გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მამარდაშვილის დიდი პრობლემა“ | ესპანური AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე

ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. „მამარდაშვილის დიდი პრობლემა“, - ამ სათაურით ქვეყნდება სტატია და მისი ავტორი „ლივერპულში“ გადასული „მამარდას“ სათამაშო დროის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„გიორგი მამარდაშვილისთვის მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც თავად სურდა. ქართველი გოლკიპერი ლივერპულში ამ ზაფხულს გადავიდა და იყო ვარაუდი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა, თუმცა არნე სლოტის გუნდის კარი ალისონ ბეკერმა დაისაკუთრა.

ბრაზილიელი ლივერპულის ნომერ პირველი მეკარეა და ქომუნითი შილდზე და პრემიერ ლიგის შეხვედრებში სწორედ მან იასპარეზა. მამარდაშვილი ამით ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნება და ყველა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს. სლოტმა მას წინასასეზონო შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა და მილანთან ნაჩვენებმა არც თუ ისე დამაჯერებელმა თამაშმა, ალბათ, ლივერპულის თავკაცის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

ენფილდზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა ჰკითხოს, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება. მას ევროპული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ წითლებში გადასვლა აირჩია. აშკარაა, რომ ყველაფრის შეცვლის უნარი აქვს, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ სლოტმა არჩევანი ალისონზე შეაჩერა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დაბალია ალბათობა, მანამდე გუნდი დატოვოს,“ - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქომუნითი შილდის შეხვედრაში „ლივერპული“ „კრისტალ პალასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. პრემიერ ლიგაში წითლებმა „ბორნმუთს“ 4:2, ხოლო „ნიუკასლს“ 3:2 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი მიქაუტაძის გასაყიდად მზადაა | რა იწერება ფრანგულ პრესაში
ლიონი მიქაუტაძის გასაყიდად მზადაა | რა იწერება ფრანგულ პრესაში