ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილის 58 წუთი - შტურმმა მოიგო მაგრამ ჩ.ლიგაზე ბოდო/გლიმტი გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლე-ოფში განმეორებითი დაპირისპირება დაიმართა. შტურმმა ბოდო/გლიმტს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, თუმცა ეს ანგარიში ავსტრიელებს არ აწყობდათ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი, რომელიც ნორვეგიაში გაიმართა, მასპინძელთა სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში, ბოდო/გლიმტმა 6:2 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გავიდა.

რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრას, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-15 წუთზე თავი იორგენსენმა გახსნა, რასაც ზუსტად 15 წუთში ჟატამ უპასუხა, წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს აქტიურობდნენ, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ 83-ე წუთზე მოახერხეს. თავი გერმანმა გამოიჩინა.

ცნობისთვის, როგორც ყოველთვის, ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და აქტიურად თამაშობდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ის 58-ე წუთზე შეცვალა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში, შტურმი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა. წელს, სამწუხაროდ ეს ასე აღარ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები