ტაბატაძე კადისის ხელმძღვანელებს შეხვდა - კონტრაქტი უახლოეს საათებში გაფორმდება
უახლოეს საათებში, იური ტაბატაძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბ „კადისთან“ ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში დღეს დილით ჩაფრინდა და „კადისში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ადგილობრივ მედიაში იური ტაბატაძის ახალი კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრის კადრებიც ვრცელდება.
ℹ️????Iuri Tabatadze llega a la Clínica San Rafael para pasar el reconocimiento médico.
— Beni Arroyo (@beniarroyo_) August 25, 2025
‼️Llega acompañado de su agente y recibido por Juan Cala.
????????????El extremo georgiano de 25 años será nuevo jugador del Cádiz CF si todo va según lo previsto. @radiocadiz / @diarioas pic.twitter.com/i0Z8r7vPaQ
ტაბატაძის „კადისში“ ტრანსფერზე თავდაპირველად, ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა. იწერება, რომ მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
25 წლის იური ტაბატაძე „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია და თითქმის მთელი კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული, ცოტა ხნით კი სლოვაკურ „ვიონშიც“ თამაშობდა. Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ტაბატაძემ „იბერიას“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება „კადისს“, ორი ტურის შემდეგ, „ყვითლებს“ ერთი მოგება და ფრე აქვთ და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციას იკავებენ. „კადისის“ მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაა და „ყვითლები“ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობენ.