ლუკა გადრანი, გიორგი ზარია, კაირატი
Aa
Aa

ანარბეკოვის გმირობა - გადრანის და ზარიას კაირატი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში სენსაცია დაფიქსირდა. ლუკა გადრანის და გიორგი ზარიას კაირატი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გავიდა.

კაირატი პლეი-ოფში სელტიკს დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა და შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კაირატის მეკარე მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრწყინავდა და თავი თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა. ანარბეკოვმა 3 პენალტი მოიგერია და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პირადად გაიყვანა.

სამწუხაროდ, 2-მატჩიანი დაპირისპირებაში სათამაშო დრო გარდანს და ზარიას არ მიეცათ. დიდი ალბათობით მათ უკვე ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ კაირატმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუბიანა, კუპსი, და სლოვანი გამოაგდო. დღეს კი უკვე გლაზგოს სელტიკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები