ჯორდან პიკფორდი
Aa
Aa

„სამწუხაროდ ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა“ - პასუხი პიკფორდის წყლის ბოთლზე

ინგლისი - არგენტინის (1:2) მატჩის დასრულების შემდეგ, „სამი ლომის“ ფეხბურთელები იმდენად ცუდ ხასიათზე იყვნენ, რომ საკუთარი საქციელის გაკონტროლება უჭირდათ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ალბიონელთა მეკარემ ჯორდან პიკფორდმა წყლის ბოთლი მოისროლა, რომელიც მისდა საუბედუროდ, არგენტინის ნაკრების სტაფის ერთ-ერთ წარმომადგენელს დედი დ’ანდრეას ჩაუვარდა ხელში და მაშინვე ლიონელ მესის მიუტანა. „ელ მონგოლიკომ“ კი ნიკო გონსალესთან ერთად შეამჩნია, რომ პიკფორდის წყლის ბოთლზე დატანილი იყო ალბისელესტეს ყველა ფეხბურთელის გვარი და გვერდით მიწერილი ჰქონდა, ვინ რომელ კუთხეში ურტყამდა 11-მეტრიანებს.

მესის ყველაზე მეტად გაეცინა, როდესაც მეკარეების მწვრთნელს მისი პენალტის მოსაგერიებლად პიკფორდისთვის ასეთი რჩევა ჰქონდა მიცემული: „მოძრაობით მოატყუე ვითომ მარცხნივ ხტები, სინამდვილეში კი მარჯვნიც გადახტი“. როდესაც ინგლისის ნაკრების მეკარის წყლის ბოთლი ენცო ფერნანდესმა ნახა, სოციალურ ქსელში ფოტოდ განათავსა და ხუმრობით მიაწერა, რომ მომდევნო ჯერზე პენალტს პანენკას სტილში დაარტყამს, რადგან ბოთლზე ეწერა, რომ მისი დარტყმის დროს პიკფორდი ერთ ადგილზე უნდა დარჩენილიყო.

ცნობისათვის, საბოლოო ჯამში წყლის ბოთლის ფოტო სოციალურ ქსელში არგენტინის ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ლუის მარტინმა განათავსა და ქვემოთ ასე დაასათაურა: „ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვარ“ - გორდონის და პიკფორდის კომენტარები
„განადგურებული ვარ“ - გორდონის და პიკფორდის კომენტარები