საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ესპანეთთან და საქართველოსთან - ბულგარელთა შემადგენლობა ცნობილია

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა, იმ ფეხბურთელების სრული სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ესპანეთთან და საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ორ ტურში მოუწევთ დაპირისპირება.

მეკარეები: დიმიტარ მიტოვი (აბერდინი), ივან დიულგეროვი (შერიფი), სვეტოსლავ ვუცოვი (ლევსკი).

მცველები: ალექს პეტკოვი (კიფისია), როზენ ბოჟინოვი (როიალ ანტვერპენი), კრისტიან პეტროვი (ჰერენვენი), ფაბიან ნურნბერგერი (დარმშტადტი), კრისტიან დიმიტროვი (ლევსკი), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ნიკოლაი მინკოვი (ბოტევი პლოვდივი), ჟივკო ათანასოვი (ჩერნო მორე), ემილ ცენოვი (ცსკა 1948).

ნახევარმცველები: ილია გრუევი (ლიდსი), ანდრიან კრაევი (თელ-ავივი აპოელი), გეორგი მილანოვი (ბუქარესტის დინამო), სტანისლავ შოპოვი (ოსიეკი), მარინ პეტკოვი (ლევსკი), ვასილ პანაიოტოვი (ჩერნო მორე), ივაილო ჩოჩევი (ლუდოგორეცი), სვეტოსლავ კოჩე (არდაგორეცი).

თავდამსხმელები: კირილ დესპოდოვი (პაოკი), მარტინ მინჩევი (კრაკოვი), ლუკას პეტკოვი (ელვერსბერგი), ალექს კოლევი (ნანტონ ჟიუნი), ვლადიმერ ნიკოლოვი (კორონა), რადოსლავ კირილოვი (ლევსკი).

ბულგარეთის ნაკრები 4 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები