ჩელსიმ ბარსელონას ფერმინის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო შესთავაზა
„ჩელსიმ“ ფერმინ ლოპესთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება გააკეთა.
როგორც Diario Sport-ი წერს, ლონდონური კლუბი მზადაა, რომ „ბარსელონას“ 22 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გამოცემის ცნობით, „ბლაუგრანა“ „არისტოკრატების“ წინადადებას სერიოზულად განიხილავს, რადგან ეს კლუბის ფინანსურ ფეირ-პლეისთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს.
დიდი მნიშვნელობა ექნება თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებას, რომელსაც ლონდონელების ინტერესის შესახებ უკვე აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ ლოპესმა გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.