ლუკა პარკაძე
Aa
Aa

„გვჯერა, რომ დიდ დახმარებას გაგვიწევს“ - პარკაძე ავსტრიაში ბრუნდება

გამოცემა Salzburg24-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის გარემოცვასთან მჭიდრო კონტაქტზე არიან და ტრანსფერის დასრულებას ცდილობენ. პარკაძის „აუსტრია ზალცბურგში“ შესაძლო გადასვლის შესახებ Salzburg24-თან გუნდის სპორტულმა დირექტორმა ისაუბრა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის თვისებებს გაუსვა ხაზი.

რას ამბობს კირხლერი პარკაძეზე:

„რამდენიმე წლის წინ ის ევროპის 40 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელეს. ახალგაზრდა ასაკშივე მისმა თამაშმა სწრაფად დაიმსახურა დიდი მოწონება, მაგალითად, „ადმირაში“ თავი კარგად წარმოაჩინა. გვჯერა, რომ ის მინიმუმ მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებასა და შემდეგ უკვე ბუნდესლიგაში აღზევებაში დაგვეხმარება“.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ტალანტის დამატებას ავსტრიული გუნდი 1-წლიანი მშრალი იჯარით ცდილობს. მედიაში იწერება, რომ „ბაიერნი“ ლუკა პარკაძეზე სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს და მის სრულად გაყიდვას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პარკაძე იჯარის წესით უკვე თამაშობდა ავსტრიის ჩემპიონატში. 2023-24 წლებში ის „ადმირას“ ღირსებას იცავდა. ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში გერმანულ „ალტგლინიკეში“ იყო განათხოვრებული, რომელიც გერმანიის რანგით მე-4 ლიგის გუნდია. პარკაძე ამჟამად „ბაიერნის“ მეორე გუნდში ირიცხება და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
25 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
25 აგვისტოს სატრანსფერო ზონა