„ლიონს მოლაპარაკებები არავისთან აქვს“ | ფრანგი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ გიორგი მიქაუტაძის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. „ლიონს“ ფინანსური ანგარიშები აქვს დასაბალანსებელი და შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. ფრანგული კლუბი მიქაუტაძის გასაშვებადაც მზადაა, თუმცა ჯერ არავინ დაჰკავშირებია.
„ლიონის პრეზიდენტს, მიშელ კანგს სურს, ფული დახარჯოს, რათა, როგორც მალიკ ფოფანა, ისე გიორგი მიქაუტაძე შეინარჩუნოს, თუმცა უეფა-ს წესების მიხედვით, ამის უფლება არ აქვს. ლიონმა მიქაუტაძე და ფოფანა რომ დაიტოვოს და სხვები გაყიდოს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ტოპ სამში მოხვდება, თუმცა ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ კლუბს 40 მილიონი ევრო აქვს საშოვნელი.
მიდის თუ არა საუბრები ლიონსა და უცხოურ კლუბებს შორის მიქაუტაძის თაობაზე? არა, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლებს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. გიორგის წასვლა არ უნდა და ტრანსფერი არ მოუთხოვია. ვნახოთ, რა მოხდება.“
შეგახსენებთ, რომ საშა ტავოლიერის თქმით, მიქაუტაძეს სხვა ფრანგულ კლუბში გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს და უცხოური კლუბი, რომელიც მისით სერიოზულად ინტერესდება, „აინტრახტი“ გახლავთ. მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი Transfermarkt-ზე 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული.