ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„ამ ფანჯარაზე არ გაიყიდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს ტრანსფერზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა Foot01 „სენტ-ეტიენის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და ამტკიცებს, რომ კლუბი გუნდის ლიდერებს, ზურიკო დავითაშვილსა და ლუკას სტასინს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაყიდის.

რა წერია Foot01-ის სტატიაში:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში, „სენტ-ეტიენი“ ყველანაირად ცდილობს ორი ლიდერის, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის შენარჩუნებას. თუ კლუბი ამ ორ მოთამაშეზე გრანდიოზულ შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ ფეხბურთელებს არ გაყიდის. „მწვანეების“ ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს.

„ბულონთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 2-ში ლიდერობა მოიპოვა. ზაფხულის ფანჯარაზე გუნდი რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას მოიაზრებს, პარალელურად კი ყველა გზით ცდილობს ლიდერების შენარჩუნებას. გასაკვირი არაა, რომ ორივე მოთამაშეზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ გუნდის წარმომადგენლები მტკიცედ აცხადებენ - „ისინი არ იყიდებიან!

ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება - თუ კლუბი გრანდიოზულ შეთავაზებას მიიღებს. სხვა შემთხვევაში, ისინი კვლავ „სენტ-ეტიენში“ დარჩებიან, რათა გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარნონ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის ახალ სეზონში სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი მიქაუტაძის გასაყიდად მზადაა | რა იწერება ფრანგულ პრესაში
ლიონი მიქაუტაძის გასაყიდად მზადაა | რა იწერება ფრანგულ პრესაში