ანტონიო კონტე, ანტონიო კასანო, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„დე ბრუინი კვარაცხელიას ადგილს დაიკავებს“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ სერია A-ს ახალ სეზონსა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. კასანო ანტონიო კონტეს მუშაობას შეეხო და განაცხადა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა „პარტენოპეიში“ ბრწყინვალე სამუშაო გასია. მისივე თქმით, ნაპოლი სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

რას ამბობს კასანო:

„დე ბრუინის დამატებით, „ნაპოლიმ“ დამატებითი ღირებულებაც შეიძინა, ის ფენომენია. ამის დასამტკიცებლად მხოლოდ ჩემი თქმა არ კმარა, ეს მსოფლიომ ისედაც იცის ბოლო 10 წლის განმავლობაში.“

„კონტეს მიერ გაწეული სამუშაო ფასდაუდებელია. მან განადგურებული გუნდი ჩაიბარა და სკუდეტო მოაგებინა. წელს მის მიერ გაკეთებული ტრანსფერები ძირითადად სარეზერვო იყო. დე ბრუინის გარდა, სასტარტო შემადგენლობაში არავინ მოიაზრება. მასთან ერთად, ეს „ნაპოლი“ შენიღბულ 4-3-3 წყობით ითამაშებს და ბელგიელი ფაქტობრივად, კვარაცხელიას ადგილს დაიკავებს. დე ბრუინთან ერთად წყობა შეგვიძლია 4-4-1-1 წარმოვიდგინოთ, სადაც მარცხნივ ის, მარჯვნივ კი პოლიტანო იქნება.“

„ნაპოლის ახალი თავდამსხმელი სჭირდება. გასულ სეზონში ლუკაკუს ფიზ. მომზადება ალბათ, 40%-ს შეადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადამწყვეტი იყო. მას შემცვლელი სჭირდება, ძირითადი შეტევითი სამეულის გამოკლებით კი კონტეს თადარიგში მაღალი დონის მოთამაშეები არ ჰყავს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ „ინტერი“ ამ სეზონში უფრო ძლიერია და უფრო გრძელი შემადგენლობა ჰყავს. მეორეს მხრივ, „ნაპოლის“ კონტე დამატებით ღირებულებას სძენს და მჯერა, რომ დე ბრუინთან ერთად სინთეზი რაღაც განსაკუთრებულ შედეგს გამოიღებს და წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.“

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველ ტურში, „ნაპოლიმ“ სტუმრად „სასუოლოს“ 2:0 მოუგო. „პარტენოპეი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „კალიარის“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი | ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა
კარგი ამბავი | ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა