თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„მილიონიც რომ მოგვცენ…“ | ხმელიძის სასაცილო ისტორია ქეცბაიაზე

დავით ხმელიძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარეა, რომელსაც ეროვნულ გუნდში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2000 წელს, როცა „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდნენ, ხმელიძე ნაკრებში გამოიძახეს და თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებული სახალისო ისტორია გაიხსენა.

„იტალიაში ჩავფრინდით, თამაში გვქონდა. საუზმეს მივირთმევდით და ქეცბაია ჩემ გვერდით იჯდა. თემურს არ შეუმჩნევია, რომ დავით ყიფიანი — ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და იმ დროის ნაკრების მთავარი მწვრთნელი — საჭმელის მიღებას ელოდებოდა. მაშინ იტალია ევროპის ვიცე-ჩემპიონი იყო და დელ პიერო და ტოტი ჰყავდა.

მოკლედ, ამ დროს, ბიძია ანზორი (ანზორ კიკილაშვილი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი) შემოვიდა, რომელმაც ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ პრემია თავისი ჯიბიდან ჩაგვირიცხა. შემოვიდა და გვეუბნება: „ბიჭებო, ფრის შემთხვევაში - 10 000, მოგების შემთხვევაში - 20.“ ქეცბას თავი არც კი მოუტრიალებია ისე თქვა: „მილიონიც რომ მოგვცე, ვის მოვუგებთ...“

თემურის სიტყვების შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან ყიფიანი მის უკან იდგა. ქეცბაია მომიბრუნდა და მკითხა: „ხმელო, ჩემ უკან დგას ხომ?“ ვუპასუხე: „კი.“ მთელი დღე არ მელაპარაკებოდა — „როგორ არ მკარი ხელი და არ გამაფრთხილეო.“ მაგრამ როგორ უნდა მეკრა ხელი, როგორ უნდა მომესწრო?... ის თამაში ძალიან კარგად ჩავატარეთ — სანამ ტოტი არ შემოვიდა ცვლილებაზე.“

ცნობისთვის, ის შეხვედრა „სკუადრა აძურამ“ 2:0 მოიგო. ალესანდრო დელ პიერომ დუბლი შეასრულა და ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია? - თოფურია საქმეში ბრუნდება
მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია? - თოფურია საქმეში ბრუნდება