მიქაუტაძე: “ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯერ ესპანეთთან, შემდეგ კი თურქეთთან უშანსოდ დამარცხდა.
ამ წაგებების შემდეგ, ჯვაროსნებს მუნდიალზე მოხვედრის შანსი თითქმის აღარ აქვთ. შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით, გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
რას წერს ჟორჟი?
„რა თქმა უნდა, ამ ორ მარცხით ძალიან ვართ დამწუხრებულნი და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ თვითკრიტიკა, რათა გავიგოთ, რატომ ვერ შევძელით ჩვენი ძალის ჩვენება. მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო — და ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე. და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უდიდესი ძალით: თქვენით.
გმადლობთ თქვენ მხარდაჭერისთვის — ესპანეთიდან თურქეთამდე. თქვენ საოცრები იყავით და ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ, რა დიდი ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ერი ჩვენს გვერდით. გმადლობთ. ყველაფრისთვის.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. თურქეთი კი 9 ქულით მეორე ადგილზეა. ჯვაროსნებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. საკუთარ კედლებში ესპანეთთან და სტუმრად ბულგარეთთან.