რეკორდი - ინგლისის ნაკრებმა ახალი ისტორია დაწერა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ლატვია 5:0 გაანადგურა და მუნდიალზე ასპარეზობა ოფიციალურად მოიპოვა.
აღნიშნულ მატჩის შემდეგ ორი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. „სამმა ლომმა“ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე დაასრულა, რომ გოლი არ გაუშვა. 18-ჯერ მეტოქის კარი აიღო, ხოლო კარი მშრალად ექვსივე შეხვედრაში შეინახა.
ინგლისის ნაკრები გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გაუშვებლად გავიდა.
ასევე ამ მომენტისთვის ინგლისი პირველი ევროპული ნაკრებია, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.
ENGLAND QUALIFY FOR THE WORLD CUP! ????????????????????????????✅
— talkSPORT (@talkSPORT) October 14, 2025
????️ 6 games
⚽ 18 goals scored
❌ 0 goals conceded
With two qualification games to spare, Thomas Tuchel's Three Lions become the first European side to secure their spot at the 2026 World Cup. ???????? pic.twitter.com/XwVLNpIp6T