ლივერპული შლოტერბერკს ვან დაიკის შემცვლელად განიხილავს - Bild
„ლივერული“ ნიკო შლოტერბერკის მიმართ ინტერესს იჩენს.
Bild-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი „დორტმუნდის“ მცველს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირჯილ ვან დაიკის შემცვლელად განიხილავს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელის კონტრაქტი „წითლებთან“ 2027 წელს იწურება.
გამოცემის ცნობით, „მერსისაიდელები“ ჯოვანი ლეონის ტრავმის გამო, გერმანელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს განიხილავდნენ, მაგრამ გერმანული გუნდი არ დათანხმდა.
თავის მხრივ, „დორტმუნდი“ 25 წლის შლოტერბეკს სთავაზობს კონტრაქტის გაგრძელებას, 2030 წლამდე.
ფეხბურთელი ჯერჯერობით არ თანხმდება: მას სურს დარწმუნდეს, რომ მომავალში ტიტულებისთვის იბრძოლებს, ასევე აპირებს ფინანსური პირობების გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ ნიკო „დორტმუნდის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩი ჩაატარა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე გერმანელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.