უსმან დემბელე
Aa
Aa

„ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ, დემბელეს გარემოცვას კონტრაქტის გადახედვა სურს

გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, უსმან დემბელეს გარემოცვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გამოყენებას აპირებს, როგორც არგუმენტს კონტრაქტის პირობების გადასახედად.

ფორვარდი უკვე იღებს ყველაზე მაღალ ხელფასს პსჟ-ში – თვეში მილიონ-ნახევარ ევროს გადასახადების გარეშე, რაც წელიწადში 18 მილიონი ევროა.

Capology-ის მონაცემებით, გადასახადების გათვალისწინებით, დემბელე წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს.

არგუმენტებს შორის ასევე არის მისი გამორჩეული სპორტული წვლილი გასულ სეზონში (35 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემა 53 მატჩში ყველა ტურნირზე) და მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ის გუნდში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ასრულებდა.

გამოცემის ცნობით, პარიზული გუნდი აღიარებს, რომ დემბელეს ამჟამინდელი ხელფასი მის ახალ სტატუსს არ შეესაბამება, მაგრამ ამავდროულად ბიუჯეტის გაბერვას არ აპირებს. მეტიც, კლუბში მიაჩნიათ, რომ დემბელეს მიერ მოპოვებული „ოქროს ბურთი“ „კოლექტიური მუშაობის“ შედეგი იყო.

კლუბი გამორიცხავს ვარიანტს, რომ დემბელეს ხელფასი მიუახლოვდეს იმ თანხებს, რასაც ლიონელ მესი და ნეიმარი იღებდნენ პარიზული კარიერის წლებში – დაახლოებით ოცდაათი მილიონი ევრო წელიწადში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა | სანიოლი თურქეთთან მარცხის შემდეგ
ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა | სანიოლი თურქეთთან მარცხის შემდეგ